უკრაინაში 10 000-ს გადასცდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მას შემდეგ, რაც წუხელ ქვეყანაში ვირუსმა კიდევ 256 პაციენტი იმსხვერპლა.
უკრაინა ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი ტემპით. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკით, ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად აქტიურია 300 962 შემთხვევა.
კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შესაჩერებლად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 14 ნოემბრიდან უკრაინის მთავრობამ შემოიღო ე.წ. უქმე დღეების კარანტინი. მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში ყოველ შაბათ-კვირას მოქმედებს და ამ პერიოდში დახურულია რესტორნები, სპორტკლუბები, გასართობი დაწესებულებები, აკრძალულია საჯარო ღონისძიებები.
დაწერეთ კომენტარი