Accessibility links

logo-print logo-print

უგულავა ამბობს, რომ 21 ნოემბრის აქციებზე ოპოზიციის საბოლოო გეგმა ხვალ გახდება ცნობილი


"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ხვალ, 19 ნოემბერს ისაუბრებს ოპოზიცია, რა გეგმა ექნება 21 ნოემბერს დანიშნული მეორე ტურის პარალელურად. "ევროპული საქართველო" სხვა პარტიების მსგავსად არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას და აქციებს აანონსებს.

"12 საათზე გვქნება საბოლოო გეგმა. სხვადასხვა ვარიანტებს ვიხილავთ. ხვალ მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით", - თქვა უგულავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იქნება ცოცხალი ჯაჭვი "ოღონდ განსხვავებული ჯაჭვი, ვიდრე ვნახეთ ჩვენ გუშინ". ასევე, მაჟორიტარულ ოლქებთან იქნება სხვადასხვა სახის მშვიდობიანი საპროტესტო აქტივობა, რომლის "ადრესატიც იქნება ხელისუფლება და არა ამომრჩეველი".

ცესკოს მონაცემებით, 1-პროცენტიან ბარიერს პროპორციული არჩევნებში 8 ოპოზიციური პარტია ლახავს, 17 მაჟორიტარულ ოლქში კი მეორე ტურია დანიშნული. ოპოზიციური პარტიები ცესკოს მონაცემებს არ ენდობიან, ბოიკოტს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში შესვლაზე.

მეორე ტურში ყველა ოლქში ერთ-ერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდანაა". ოპოზიციიდან კი კანდიდატები ასე ნაწილდებიან: 12 ოლქში კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშიადან" არის, 2-ში - "ევროპული საქართველოდან", 1-ში - "გირჩი", 1-ში - "ლეიბორისტული პარტია", 1-ში - "მოქალაქეები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG