Accessibility links

site logo site logo

ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს


ვაჟა მარგველაშვილი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილს საპრიზო სამეულს ერთადერთი შეხვედრის მოგება აშორებს. დღესვე გავიდნენ ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ), მაგრამ შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

ვაჟა მარგველაშვილმა ძირითად ბადეში რუსი მიხაილ პულიაევი, რუმინელი ლუჩიან ბორს დუმიტრესკუ და ფრანგი კილიან ლე ბლუში დაამარცხა და ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა ებრაელ ტალ ფლიკერთან წაგებით, რეპეშაჟის ფინალში კი მოლდოველ დენის ვიერუს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG