Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: 21 ნოემბერს მთელ ქვეყანაში იქნება პოლიცია მობილიზებული


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, 21 ნოემბერს, როცა ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური ტარდება, უსაფრთხოების წესები იქნება დაცული. მან აღნიშნა, რომ ამ მიზეზით მთელ საქართველოში პოლიცია იქნება მობილიზებული.

"21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს", - თქვა მან.

31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, ზღვარი გადალახეს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ მიზეზით არც მეორე ტურში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას და არც პარლამენტში შესვლას განიხილავენ.

XS
SM
MD
LG