Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა სირაძის ცნობით, 9 მძევალია აყვანილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ-ბი-სის" ოფისში


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ-ბი-სის“ ოფისზე შეიარაღებული თავდასხმაა. ადგილზე იმყოფება პოლიციის ჯგუფები. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოფისში იმყოფება ცხრა მძევლად და ერთი შეიარაღებული პირი“, - ამბობს ვაჟა სირაძე.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის მედიას დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან თავდამსხმელის შეიარაღების შესახებ. სირაძემ სთხოვა მედიას, რომ შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვა, რადგან, მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების სიცოცხლეს. ის მედიას მიმართავს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. „მოთხოვნებსა და სხვა ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, - დაამატა სირაძემ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG