Accessibility links

logo-print logo-print

WHO ექიმებს ურჩევს, COVID-19-ის სამკურნალოდ არ გამოიყენონ რემდესივირი


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა რჩევა, COVID-19-ით დაავადებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ არ გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი. WHO-ს თანახმად, მედიკამენტი „მნიშვნელოვან გავლენას“ ვერ ახდენს პაციენტის გადარჩენაზე ან გამოჯანმრთელების დაჩქარებაზე.

WHO-ს ექპერტებმა 20 ნოემბერს განაცხადეს, რომ „არ მოიპოვება ამჟამად ხელმისაწვდომ მონაცემებზე დამყარებული მტკიცებულებები, რომ ის აუმჯობესებს პაციენტისთვის მნიშვნელოვან შედეგს“.

აშშ-მა, ევროპის კავშირმა და რამდენიმე ათეულმა სხვა ქვეყანამ დროებით დაამტკიცეს COVID-19-ის პაციენტების სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენება მას შემდეგ, რაც თავდაპირველმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის შესაძლოა ამოკლებდეს გამოჯანსაღების პერიოდს ზოგიერთი ჰოსპიტალიზებული პაციენტის შემთხვევაში.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც ოქტომბერში აღმოაჩნდა კორონავირუსი, რემდესივირით და სხვა მედიკამენტებით მკურნალობდნენ.

WHO-ს ექსპერტების თქმით, ექიმებისთვის გამოცემული მათი რეკომენდაცია ემყარება მონაცემებს 7000-ზე მეტი ჰოსპიტალიზებული პაციენტის შესახებ. მათი თქმით, გამოკვლევამ დაადგინა, რომ რემდესივირი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას სიკვდილიანობის შემცირებაზე, მექანიკური ვენტილაციის საჭიროებაზე, გამოჯანმრთელების ხანგრძლივობასა და სხვა ფაქტორებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG