Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური


დღეს, 21 ნოემბერს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი, ჯამში 6 საარჩევნო სუბიექტის წარდგენილი კანდიდატები.

21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია.

საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება 20 საათამდე ექნება.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG