Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ ოლქში ტარდება


საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იმართება, ქუთაისში ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, საარჩევნო ბიულეტენებში მათი კანდიდატები მაინც არიან. კანონი მეორე ტურიდან კანდიდატურების მოხსნას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ამომრჩეველს საშუალება აქვს მათაც მისცეს ხმა.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში შემდეგი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, №5 - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, №10 - „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, №24 - „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“, №36 - „გირჩი“, №41- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

17 საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, დედაქალაქის რვავე საარჩევნო ოლქი შედის. არჩევნები შემდეგ საარჩევნო ოლქებში იმართება:

№1 - მთაწმინდა, კრწანისი

№2 - შალვა შავგულიძე

№41 - ბექა ოდიშარია

№2 - ვაკე

№2 - ელენე ხოშტარია

№41 - ნოდარ ტურძელაძე

№3 - საბურთალო

№24 - ალექსანდრე ელისაშვილი

№41 - დავით სერგეენკო

№4 - ისანი

№5 - ხატია დეკანოიძე

№41 - კახა კახიშვილი

№5 - სამგორი

№5 - ლევან ხაბეიშვილი

№41 - სოზარ სუბარი

№6 - დიდუბე, ჩუღურეთი

№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

№41 - გიორგი ვოლსკი

№7 - ნაძალადევი

№10 - შალვა ნათელაშვილი

№41 - მიხეილ ყაველაშვილი

№8 - გლდანი

№5 - ნიკანორ მელია

№41 - ლევან კობიაშვილი

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი

№5 - გიორგი ბოტკოველი

№41 - ირაკლი ქადაგიშვილი

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი

№5 - ცეზარ ჩოჩელი

№41 - შალვა კერესელიძე

№12 - რუსთავი, გარდაბანი

№5 - დავით კირკიტაძე

№41 - ნინო ლაცაბიძე

№16 - ხაშური, ქარელი

№5 - ნატო ჩხეიძე

№41 - ზაალ დუგლაძე

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი

№5 - კახა გეწაძე

№41 - ბეჟან წაქაძე

№23 - ქუთაისი

№5 - გრიგოლ ვაშაძე

№41 - ზაზა ლომინაძე

№27 - ზუგდიდი

№5 - მალხაზ ჯალაღონია

№41 - ირაკლი ჩიქოვანი

№28 - ბათუმი

№5 - ლევან ვარშალომიძე

№41 - რესან კონცელიძე

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო

№5 - მიშა ბოლქვაძე

№41 - ანზორ ბოლქვაძე

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური

№59 - ქუთაისი

№5 - გრიგოლ შუშანია

№41 - იოსებ ხახალეიშვილი

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმეტესობას მიიღებს.

არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ისინი მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია. პარლამენტში შესვლაზე ისინი უარს ამბობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს ახალი შემადგენლობის მიერ.

21 ნოემბერს მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება; რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210-ია.

საარჩევნო უბნები 8 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი არჩევანის გაკეთების საშუალება 20 საათამდე ექნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG