Accessibility links

logo-print logo-print

გამოძიება დაიწყო ზუგდიდის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე


პოლიციამ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანაქანის დაზიანების ფაქტის გამოძიება დაიწყო.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ავტომობილს წინა შუშა აქვს ჩამსხვრეული. “ექვსი საათი იყო, შვიდის წუთები, როცა აქეთ[კომისიის შენობისკენ] მოვდიოდი. ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და დაგვხვდა ეს სიურპრიზი”, - უთხრა მედიას მირანდა მესხმა. მისი შეფასებით, ავტომანქანა ვიღაცამ შეგნებულად დააზიანა, ამიტომ ფაქტი პოლიციას აცნობა.

ზუგდიდის 27-ე საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია. ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, მისი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენშია, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.

ზუგდიდის ოლქში რეგისტრირებულია 120 255 ამომრჩეველი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG