Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე მსჯელობენ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ერევანში შეხვდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, მთიან ყარაბაღში რუსეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე სასაუბროდ.

ფაშინიანის ოფისი ავრცელებს პრემიერ-მინისტრის მიერ 21 ნოემბრის შეხვედრაზე ნათქვამ სიტყვებს, რომ სომხები ომის დროს "ყოველთვის გრძნობდნენ რუსეთის მხარდაჭერას", მათ შორის, პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან და რუსეთის მთავრობისგან.

შოიგუმ ფაშინიანს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მეთვალყურეობის მიზნით განთავსებულმა რუსმა მშვიდობის დამცველებმა მთიანი ყარაბაღის "თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვეს" მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს შეთანხმება გაფორმდა. "საერთო ჯამში, უსაფრთხოების 23 სადგური ამოქმედდა", - უთხრა შოიგუმ ფაშინიანს და დასძინა, რომ ისინი აკვირდებიან სტეფანაკერტისკენ მიმავალ გზას. შოიგუს თქმით, რუსეთის სამხედროები "უზრუნველყოფენ ლტოლვილთა დაბრუნებას", და ადგილზე "მშვიდობიანი ცხოვრება უკვე დაწყებულია".

რუსეთის დელეგაცია შემდეგ ბაქოში ჩავა.

ერევანში მათ ვიზიტს ერთი დღით უძღოდა წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადება, რომ მისმა ჯარებმა აღადგინეს კონტროლი მთიანი ყარაბაღიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე აღდამის პროვინციაზე, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების გათვალისწინებით. ქალბაჯარის მთიანი პროვინცია აზერბაიჯანის ძალებს 25 ნოემბერს უნდა გადაეცეს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ლაჩინის პროვინციის გადაცემას აზერბაიჯანისთვის 1 დეკემბერს, თუმცა რუსეთის სამშვიდობო ძალები მეთვალყურეობას გაუწევენ ლაჩინზე გამავალ 5-კილომენტრიან სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც სომხეთს სტეფანაკერტთან აკავშირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG