Accessibility links

site logo site logo

ISFED-მა კოორდინატორები ქუთაისის საარჩევნო უბნებზეც დააფიქსირა


კოორდინატორები ქუთაისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის შენობაში.

„სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) დამკვირვებლებმა მმართველი პარტიის კოორდინატორები დააფიქსირეს ქუთაისის მე-15 და 90-ე საარჩევნო უბნებზე. კოორდინატორები უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. კანონი არ კრძალავს კოორდინატორების ყოფნას უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე და არა თავად უბნებზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები დაწერეს 4 უბანზე დაფიქსირებული დარღვევების გამო. 2 შეეხება გადასატან საარჩევნო ყუთს. გორგიძის განმარტებით, დაირღვა წილისყრის და ჩანაწერთა წიგნის შევსების პროცედურები.

17:00 საათისთვის ქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობა 17% იყო, რაც 31 ოქტომბრის კენჭისყრის დღის 17:00 საათის აქტივობაზე 22%-ით ნაკლებია.

ქუთაისში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ლომინაძე და „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში ამავე საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ შუშანია.

ოპოზიციური ბლოკის მიერ მეორე ტურისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, მისი კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში არიან, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეორე ტურის წინ კანდიდატურის მოხსნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG