Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველი გარდაიცვალა აჭარაში, საარჩევნო უბანზე


60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მამაკაცი ხმის მიცემის შემდეგ შეუძლოდ გახდა და უბანზევე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად.

სოფელ ჩიქუნეთში მდებარე საარჩევნო უბანზე გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

XS
SM
MD
LG