Accessibility links

დიდი ოცეულის ქვეყნები უფრო მტკიცე ერთიანობის პირობით გამოდიან პანდემიასთან ბრძოლაში


მსოფლიოს ოცი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები 21 ნოემბერს, ორდღიანი სამიტის დასაწყისში გამოვიდნენ უფრო მტკიცე ერთიანობის პირობით კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში.

დიდი ოცეულის, იგივე G-20-ის სამიტი გახსნა საუდის არაბეთის მეფე სალმანმა, რომელმაც ილაპარაკა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შოკზე და სოციალურ დანაკარგებზე და გამოვიდა პირობით, რომ ჯგუფი "ყველაფერს გააკეთებს კრიზისის საერთაშორისო თანამშრომლობით გადალახვის მიზნით". მეფე სამიტზე ვიდეოჩართვის მეშვეობით გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეუძლებელი გახდა სამიტის რიადში გამართვა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავის გამოსვლაში ასევე გამოთქვა მოწოდება საერთაშორისო თანამშრომლობისკენ. მისი თქმით, თუკი ქვეყნები ერთად დადგებიან, "ჩვენ შევძლებთ ვირუსის და მისი შედეგების გაკონტროლებას და დაძლევას". კორონავირუსის პანდემიის მსგავსი გლობალური გამოწვეების დაძლევა "მხოლოდ გლობალური ძალისხმევითაა შესაძლებელი" - განაცხადა მერკელმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორ საათზე ნაკლები დრო დახარჯა დიდი ოცეულის ლიდერებთან დისკუსიაში და შემდეგ გოლფის სათამაშოდ წავიდა. ის 22 ნოემბერს მიიღებს მონაწილეობას სამიტში. ტრამპს 3 ნოემბრის არჩევნები მისმა დემოკრატმა მეტოქემ, ჯო ბაიდენმა მოუგო, თუმცა თავად პრეზიდენტს დამარცხება ჯერ არ უღიარებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG