Accessibility links

site logo site logo

ცესკო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შედეგებზე: "ეს იყო ტექნიკური ხარვეზი"


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღეს, ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

ცესკო არ გამორიცხავს, რომ იყო „გარე ჩარევაც“

“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას“, - წერს ცენტრალური საარჩევნო კომისია გავრცელებულ განცხადებაში .

ცესკოს ვებსაიტზე შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა გრძელდება.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზეა შესაძლებელი.

წინასწარი მონაცემებით მეორე ტურში, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG