Accessibility links

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 22-ით გაიზარდა


საველე ჰოსპიტალი ცხინვალში

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 30 ადამიანი.

ახალი ცნობები სააგენტო „რესს“ ე.წ. მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ მიაწოდა.

კოჩიევას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა 1200 ადამიანი.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულია 484 პაციენტი. სულ ამავე პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG