Accessibility links

site logo site logo

ამერიკული მედია ასახელებს აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივნის ვინაობას


ენტონი ბლინკენი

აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას დაიკავებს 58 წლის ენტონი ბლინკენი. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

New York Times-ი წერს, რომ ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად შეარჩია გლობალური ალიანსების დამცველი ენტონი ბლინკენი.

ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში საქმიანობა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მას ეკავა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა.

„რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია“ - შოთა რუსთაველის ეს სიტყვები ენტონი ბლინკენმა გამოიყენა 2015 წლის 2 ნოემბერს, ვაშინგტონში, აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარულ სესიაზე, როცა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ლაპარაკობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG