Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო გემი "დონალდ კუკი" ისევ შავ ზღვაშია


ფოტო არქივიდან: "დონალდ კუკი" ბათუმის პორტში
ფოტო არქივიდან: "დონალდ კუკი" ბათუმის პორტში

შავ ზღვაში შევიდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი შავ ზღვაში უკვე მეშვიდედ იმყოფება.

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობა ტვიტერზე წერს, რომ ამერიკული გემები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეების და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.

„დონალდ კუკი“ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში იმყოფებოდა 2019 წლის იანვარში.

XS
SM
MD
LG