Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ მწერალი როსტომ ჩხეიძე მათ დაწესებულებაში მკურნალობდა


როსტომ ჩხეიძე
როსტომ ჩხეიძე

მწერალ როსტომ ჩხეიძესთან ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც იგი ყვებოდა, რომ რამდენიმე დღით კოვიდ-19-ის სამკურნალოდ “ციხის საავადმყოფოში” მოხვდა, რადიო თავისუფლებას პენიტენციური სისტემიდან დაუკავშირდნენ.

პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ მწერალს სამედიცინო დახმარება უწყების სამკურნალო დაწესებულებაში აღმოუჩინეს და აცხადებს, რომ როსტომ ჩხეიძე სავარაუდოდ მკურნალობდა სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში", სადაც ამავე პერიოდში ორი კოვიდინფიცირებული ბრალდებული გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლებისთვის უწყებიდან გამოგზავნილ განცხადებაში წერია:

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოცემული პირი არ ყოფილა N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, რომელსაც ხშირად "ციხის საავადმყოფოდ" მოიხსენიებენ. შესაძლოა მოცემული პირი მკურნალობის კურსს გადიოდა სამოქალაქო სექტორის კლინიკა "ვივამედში", სადაც რამდენიმე დღის წინ გადაყვანილი იყო ორი ახალდაკავებული ბრალდებული, რომლებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში covid-19 დაუდგინდა. ეს პირები მოცემულ კლინიკაში ვირუსის სამკურნალოდ მოთავსდნენ, ვინაიდან "ვივამედი" სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკად არის გადაკეთებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში სამკურნალოდ ვერ მოხვდება პირი, რომელიც არ არის თავისუფლებააღკვეთილი (ბრალდებული/მსჯავრდებული), მითუმეტეს, covid-19-ის სამკურნალოდ"

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც როსტომ ჩხეიძესა და არც ინფიცირებულ ბრალდებულებს, რომლებსაც ინფიცირება საკარანტინე სივრცეში დაუდასტურდათ კონტაქტი არ ჰქონიათ პატიმრებთან.

XS
SM
MD
LG