Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძის შეფასებით, შეცდომა იყო ზაფხულში კორონავირუსის საკითხზე მთავრობის ლიბერალური მიდგომა


კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისი თქმით, ზაფხულში ლიბერალური მიდგომა შეცდომა იყო.

„ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას, ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას, გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, ზაფხულში ლიბერალური მიდგომა დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომა იყო? ტიკარაძე პასუხობს: „ალბათ, კი". მინისტრი განაგრძობს: „მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო, მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული, იმ აკრძალვების შენარჩუნებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე".

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. დადასტურდა კორონავირუსის 3128 შემთხვევა. 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG