Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა და 3071 დაინფიცირდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1085-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3071 შემთხვევა. ეს ბოლო ათი დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 114 889 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3366-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 95 581.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:

  • 1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;
  • 2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;
  • 3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;
  • 4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19;
  • 5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20;
  • 6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22;
  • 7 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18;
  • 8 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34;
  • 9 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24;
  • 10 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22;
  • 11 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2911. გარდაცვლილი 45;
  • 12 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3120. გარდაცვლილი 33;
  • 13 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3473. გარდაცვლილი 37;
  • 14ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3504. გარდაცვლილი 33;
  • 15 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3020. გარდაცვლილი 34;
  • 16 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3157. გარდაცვლილი 30;
  • 17 ნოემბერი - ახალი შეთხვევა 3117. გარდაცვლილი 45;
  • 18 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3443. გარდაცვლილი 37;
  • 19 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3697. გარდაცვლილი 38;
  • 20 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3768. გარდაცვლილი 41;
  • 21 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3824. გარდაცვლილი 33;
  • 22 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 4048. გარდაცვლილი 49;
  • 23 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3958. გარდაცვლილი 36;
  • 24 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3128. გარდაცვლილი 39.
  • 25 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3071. გარდაცვლილი 34.
  • 26 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3801. გარდაცვლილი 39;
  • 27 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 4780. გარდაცვლილი 37.
  • 28 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 4472. გარდაცვლილი 34.​
  • 29 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 4426. გარდაცვლილი 35.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG