Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა საჯაროდ უწოდა უიღურებს „დევნილი“ ხალხი, რასაც ჩინეთი „უსაფუძვლოდ“ მიიჩნევს


რომის პაპმა, ფრანცისკემ, პირველად მოიხსენია საჯაროდ უიღურები, ჩინეთის სინიანის პროვინციის მოსახლეობა, მსოფლიოს დევნილ ხალხებს შორის, ამ რეგიონში ადამიანის უფლებების ფართო დარღვევის შესახებ ინფორმაციის ფონზე.

მსოფლიოს კათოლიკეთა მამამთავარი 23 ნოემბერს გამოცემულ თავის წიგნში, „მოდით, ვიოცნებოთ, უკეთესი მომავლის გზა“, წერს: „ხშირად ვფიქრობ დევნილ ხალხებზე, როჰინგაზე, უბედურ უიღურებზე, იეზიდებზე, როგორი, მართლაც, სისასტიკით მოექცა მათ [ისლამური სახელმწიფო], თუ ქრისტიანებზე ეგვიპტესა და პაკისტანში, როცა ისინი ბომბებით დახოცეს ეკლესიაში ლოცვის დროს“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანცისკეს ნათქვამი შეაფასა, როგორც „სრულიად უსაფუძვლო“.

გაეროს შეფასებით, თითქმის ერთ მილიონი უიღური და სხვები, ძირითადად მუსლიმები, სინიანის მკვიდრი მოსახლეობა, ჩინეთს გამოკეტილი ჰყავს, როგორც თვითონ უწოდებს, „კონტრექსტრემიზმის ცენტრებში“. გაერო იტყობინება, რომ მილიონობით ადამიანია მოთავსებული საინტერვენციო ბანაკებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, დაახლოებით ორი მილიონი უიღური და სინიანის სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი იმყოფება ე.წ. ახლებურად აღზრდის ცენტრებში. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ეს არის პროფესიული განათლების ცენტრები, რომელთა მიზანია ტერორიზმის თავიდან აცილება და ხალხისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალების მიცემა.

XS
SM
MD
LG