Accessibility links

logo-print logo-print

ჰააგის სასამართლო არ განიხილავს უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის ალტერნატიულ ვერსიას


ჰააგის საოლქო სასამართლომ, რომელიც არჩევს 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების საქმეს, უარყო დაცვის შუამავლობა მომხდარის ალტერნატიული ვერსიის განხილვის შესახებ.

მოსამართლის თანახმად, ალტერნატიულ ვერსიებს კონკრეტულ პროცესთან კავშირი არ აქვთ. მასში ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა, „ბუკმა“ რომელიც რუსეთიდან იქნა იქ ჩატანილი.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს MH17-ს, ჩამოვარდა უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის ივლისში. თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი მგზავრი დაიღუპა.

2019 წლის ივნისში ნიდერლანდის პროკურატურამ მკვლელობის ოფიციალური ბრალდება წაუყენა რუსეთის სამ მოქალაქეს, მათ შორის დონეცკის სეპარატისტების ჯარის მეთაურს, იგორ სტრელკოვს (გირკინი) და უკრაინის ერთ მოქალაქეს.

გამოძიება თვლის, რომ მათ ეკისრებათ პასუხიმგებლობა „ბუკის“ კომპლექსის სეპარატისტულ ტერიტორიაზე ჩატანისთვის.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. რუსეთი უარყოფს თავის მონაწილეობას მომხდარში.

სასამართლოს თანახმად, დაცვას არ ჭირდება მომხდარის ალტერნატიული სცენარების მტკიცება. თავის გასამართლებლად საკმარისია, თუ დაამტკიცებენ, რომ კონკრეტული ბრალდებები უსაფუძვლოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG