Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის მკაცრი რეკომენდაცია: 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

საქართველოს მთავრობისა და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს გადაცილებული ადამიანები დარჩნენ სახლში. კორონავირუსის პანდემიის დროს მოწყვლად ჯგუფთან დაკავშირებით რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა.

"თებერვლის ბოლომდე საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დავტოვოთ სახლში, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა", - თქვა გახარიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რთული ეპიდსიტუაციის გამო 28 ნოემბრიდან ქვეყანაში შეზღუდვები მკაცრდება.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 118 690 შემთხვევა. მათ შორის ბოლო 24 საათში - 3 801.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 98 781.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 124-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG