Accessibility links

logo-print logo-print

აშშ ემზადება ინფიცირების შემთხვევების მატებისთვის მადლიერების დღის დღესასწაულის შემდეგ


26 ნოემბერს ამერიკელებმა შედარებით მოკრძალებულად აღნიშნეს მადლიერების დღე, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იზრდება კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილის შემთხვევები - თუმცა, მილიონობით ამერიკელმა მაინც უგულებელყო ჯანდაცვის სფეროს მესვეურთა გაფრთხილება, არ ემოგზაურათ და არ შეკრებილიყვნენ ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ დღესასწაული "ინფიცირების ზრდის ტალღას კიდევ სხვა ტალღას დაუმატებდა".

მადლიერების დღის შემდეგ აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის შესაძლებლობას ყურადღებით ადევნებენ თვალს ევროპაში, სადაც რამდენიმე მთავრობა განიხილავს ვირუსის გავრცელების შემზღუდავი გარკვეული ზომების შემსუბუქებას შობის დღესასწაულის წინ.

კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის შემთხვევების მონაცემები მაღალი რჩება ევროპის გარშემო, თუმცა რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქმედმა "ლოკდაუნმა" და სხვა შეზღუდვებმა ტალღის შემცირება მოიტანა ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

ევროპის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, რუსეთი კვლავ ეწინააღმდეგება ლოკდაუნის ზომებს, მოიხედავად ინფიცირების და სიკვდილიანობის სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებლებისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG