Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესონ რუს ოლიგარქებს


რუსეთის ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ მოუწოდა ევროპის კავშირს, პუტინის გარშემო მყოფ „დამნაშავეთა ჯგუფს“ სანქციები დაუწესონ.

27 ნოემბერს ევროპის პარლამენტის წევრებთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობისას, ნავალნიმ განაცხადა, რომ ოლიგარქებმა „დროებით ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება“ და 27 ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

ნავალნიმ, კერძოდ, ევროკავშირს მიმართა, დაკვირვებით შეისწავლონ რუსი მილიარდერების შემოსავლების ევროპული წყაროები. მან დაასახელა რომან აბრამოვიჩი, ალიშერ უსმანოვი და არკადი როტენბერგი, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ კრემლთან.

ნავალნი მიიჩნევს, რომ ჩვენ წინაშეა რუსეთის მთავრობის ახალი ტიპი, სრულიად ახალი, როგორიც ორი წლის წინ არ იყო. მან მოუწოდა ევროკავშირს, ასევე, არ აღიაროს მომავალი წლის სათათბიროს არჩევნები, თუ მასში მონაწილეობის უფლებას ყველა მოსურნეს არ მისცემენ. ნავალნისთან ერთად ევროპარლამენტარებთან დისკუსიაში მონაწილეობდნენ სხვა რუსი ოპოზიციონერები, ვლადიმირ მილოვი, ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა.

გასულ თვეში რუსეთის ექვსი მაღალი რანგის მოხელის და კიდევ ერთი პირის მიმართ ევროკავშირმა შემოიღო სანქციები აგვისტოში საბჭოთა ტიპის ქიმიური იარაღით ნავალნის მოკვლის მცდელობის გამო. ნავალნიმ, რომელიც კრემლის და ვლადიმირ პუტინის დაუღალავი ოპონენტია, რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა თავის მოწამვლაში.

ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გამოწერეს მკურნალობის შემდეგ. იგი გერმანიაში ციმბირიდან გადაიყვანეს, სადაც ცუდად გახდა. ნავალნის აზრით, აზრი არ აქვს სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც ევროპაში არავითარ აქტივებს არ ფლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG