Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ დატოვებს თანმდებობას, როცა ახალი კონსტიტუცია დამტკიცდება


ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წელიწადია მართავს ბელარუსს და რომლის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნა სადავოა გაყალბებულად მიჩნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამბობს, რომ ის თავის თანამდებობას დატოვებს, როცა ბელარუსის ახალი კონსტიტუცია დამტკიცდება. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს სააგენტო „ბელტა“.

პრეზიდენტი არ ვიქნები ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, თქვა ლუკაშენკამ მინსკის საავადმყოფოში სტუმრობისას 27 ნოემბერს.
მას არ დაუზუსტებია როდის დადგება ეს დღე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციაში საჭიროა შესწორებები კონსტიტუციაში და პრეზიდენტს ულებამოსილებების კორექტირება.

ლუკაშენკამ ადრე რამდენჯერმე ახსენა კონსტიტუციაში ცვლილებები, მაგრამ ოპოზიცია თვლიდა, რომ მას დროის მოგება, ძალაუფლების შენარჩუნება და საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა სურდა.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც გაყალბდა და რომლის შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია და დასავლეთი, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ ახალ არჩევნებს და ლუკაშენკას გადაგომას. ხელისუფლებამ სასტიკად ჩაახშო გამოსვლები, დაპატიმრებული ათასობით პირი.

აშშ და ევროპის სახელმწიფოები არ აღიარებენ ლუკაშენკას როგორც ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG