Accessibility links

logo-print logo-print

თანამდებობა დატოვა საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა


ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, თანამდებობა დატოვა.

უწყების ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

ავთანდილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და დახმარების ცენტრის დირექტორად 2015 წლიდან მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG