Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიტნესკლუბის მფლობელი, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, 10 000 ლარით დააჯარიმეს


ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ფიტნესკლუბი, 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას აგრძელებს. დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის მათ 10 000 ლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერეს.

როგორც კლუბის მეპატრონემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მომხმარებლები დღეს მთელი დღის განმავლობაში ვარჯიშობდნენ და დახურვას არც 21:00 საათის შემდეგ აპირებენ:

„რა ვქნათ, მგლის შიშით ცხვარი გავწყვიტოთ? თანამშრომლები უმუშევრად რომ დარჩებიან, ვინ მოუვლის მაგათ. ან ის ხალხი ვარჯიში რომ უნდათ, იმათ რა ვუთხრათ? იყვნენ მოსულები პატრულის თანამშრომლები 10 000 ლარით დაგვაჯარიმეს, არ ვაპირებთ ჯარიმის გადახდას, არც უწყება ჩავიბარეთ და ვაგრძელებთ მუშაობას დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე“, - ამბობს გიორგი ფუტკარაძე ფიტნეს კლუბის მფლობელი.

ის იმასაც ამბობს, რომ არც ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვებს დაემორჩილება:

„ჩვენი რა ბრალია ჯანდაცვის სფერო თუ ცუდ დღეშია? ჩვენ შევიყვანეთ ცუდ დღეში თუ ვირუსის გავრცელებაა ჩვენი ბრალი? მთელი მსოფლიო თუ სიგიჟეს აკეთებს ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ?“, - ამბობს გიორგი ფუტკარაძე.

28 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა დაწესდა. მათ შორის გაჩერდა მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, ბარები, საცურაო აუზები და ფინტესდარბაზები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG