Accessibility links

logo-print logo-print

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის4 426 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი ნაწილი კვლავ თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის. ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 1 802;
  • აჭარა - 554;
  • იმერეთი - 637;
  • ქვემო ქართლი - 268;
  • შიდა ქართლი - 258;
  • გურია - 119;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 400;
  • კახეთი - 219;
  • მცხეთა-მთიანეთი - 108;
  • სამცხე-ჯავახეთი - 50;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ქვეყანაში დათვლილი მონაცემების მიხედვით, თებერვლიდან, როცა პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე კორონავირუსით 132 368 პირი დაინფიცირდა. დღემდე ვირუსი 110 049 პირმა დაამარცხა, 1 230 კი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG