Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 ნოემბრიდან თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ გაიმართება


თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში ონლაინ გაიმართება. ციფრულ ფორმატში ფესტივალის გამართვის გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა COVID 19-ის პანდემიის გამო მიიღეს.

ფესტივალი წელს 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები და ფილმების ჩვენება.

"ინდუსტრიული დღეები"

ორგანიზატორების განმარტებით, ინდუსტრიული დღეები მრავალფეროვან და დინამიურ პროგრამას წარადგენს, რომელიც მოიცავს ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების ფართო სპექტრის გარშემო.

"კინოინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიონალებთან შეხვედრები გამოცდილების გაზიარების საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, დამწყებ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, ფესტივალის მონაწილეებსა და ზოგადად, ფართო საზოგადოებას", - აცხადებენ ორგანიზატორები.

მასტერკლასები

კინოფესტივალის ამ ნაწილში საყოველთაოდ აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი, ნინო კირთაძე, ინდუსტრიული პლატფორმის სპეციალური სტუმრები იქნებიან და შემოგვთავაზებენ შეხვედრებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა თემაზე.

კინოჩვენებები

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფილმების ჩვენებაც ონლაინ-პლატფორმაზე გადაინაცვლებს და წინა წლებთან შედარებით, ფესტივალი მცირერიცხოვანი ფილმებით წარდგება მაყურებლის წინაშე. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ონლაინ პლატფორმა FESTIVAL SCOPE ფესტივალის პარტნიორების მიერაა ორგანიზებული, რომელზე გაწევრიანებაც უფასოდ იქნება შესაძლებელი.

20 სრულმეტრაჟიანი ფილმი 2 სექციაში იქნება წარმოდგენილი: "მსოფლიო კინო" და "დამზადებულია გერმანიაში". პირველ სექციაში 16 ფილმია გაერთიანებული, მეორეში კი 4.

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები:

  1. Memory House / მოგონებების სახლი;
  2. Charlatan / შარლატანი;
  3. The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა;
  4. Another Round / თრობა;
  5. Delete History / ისტორიის წაშლა;
  6. Summer of ’85 / 85-ის ზაფხული;
  7. Bad Tales / ცუდი ზღაპრები;
  8. I Am Greta / მე გრეტა ვარ;
  9. Conference / კონფერენცია;
  10. Into Dad's Woods / მამაჩემის ტყე;
  11. Laila in Haifa / ლაილა ჰაიფაში;
  12. Apples / ვაშლები;
  13. Father / მამა;
  14. Siberia / ციმბირი;
  15. Never Gonna Snow Again / აღარასდროს მოთოვს;
  16. The Roads Not Taken / უვალი გზები;
  17. A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს;
  18. Sisters Apart / ცეცხლში;
  19. Model Olimpia / მოდელი ოლიმპია;
  20. Undine / უნდინე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG