Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები და გაუქმდება ღამის კომენდანტის საათი


ჩეხეთში 3 დეკემბრიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები, კაფეები, არასასურსათო მაღაზიათა უმრავლესობა და ზოგიერთი სხვა დაწესებულება, რომლებიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო.

სასურსათო მაღაზიები კვლავ შეძლებენ მუაობას კვირა დღეს.

ასევე მომავალ კვირას გაუქმდება ღამიხ კომენდანტის საათის მოქმედება და მუზეუმებსა და გალერეებს უფლება ექნებათ, კვლავ მიიღონ დამთვალიერებლები მაქსიმალური რაოდენობის მხოლოდ 25%-ის ფარგლებში.

ამის შესახებ 29 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ჯანმრთელობის მინისტრმა, იან ბლატნიმ.

ამასთან, კვლავ სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების უმრავლესობა ისევ დისტანციური ფორმით გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.


ჩეხეთში ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით 517 ათასზე მეტი კაცი დაინფიცირდა, 8024 გარდაიცვალა.


თუმცა მკაცრი ზომების შედეგად ჩეხეთში მნიშვნელოვნად შემცირდა კორონავირუსის გავრცელება. 28 ნოემბრის სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 1710 შემთხვევა გამოვლინდა. ერთი თვის წინ, როდესაც ჩეხეთში ნაწილობრივი „ლოკდაუნი“ და კომენდანტის საათი ამოქმედდა, კორონავირუსის გავრცელების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 11 000-ს აღწევდა.

XS
SM
MD
LG