Accessibility links

logo-print logo-print

ფიტნესკლუბში, რომელიც დააჯარიმეს, ახლა პოლიცია ტრენაჟორებს ლუქავს


ბათუმის ერთ-ერთ ფიტნესკლუბში, რომელიც 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, ახლა პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს, ტრენაჟორებს ლუქავს. პოლიციის თანამშრომლები აღწერენ იმ ინვენტარს, რაც სპორტდარბაზშია.

"მშიერი რანაირად ვებრძოლო და რო ვერ ვივარჯიშებ და რომ არ ვიქნები ჯანმრთელი, როგორ ვებრძოლო? დამთავრდება ეს სიგიჟე და თვალებში როგორ შევხედოთ ერთმანეთს?! მართლა რამეს რომ ვაშავებდე... ნახეთ, რა უქნეს დარბაზს, მომითხვარეს და ესენი ებრძვიან ვირუსს", - ამბობს პირდაპირი ეთერის დროს სპორტდარბაზის მეპატრონე.

საგამოძიებო მოქმდებების დაწყების დროს სპორტდარბაზში ერთი კაცი იყო. ​ის პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. დაკავებული კაცი ახლა უკვე თავისუფალია და მას ან ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.

საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყებას შრომის ინსპექციის სამსახურმა მიმართა.

კომპანიამ მთავრობის დადგენილება არ შეასრულა და 28 ნოემბრიდან არ შეწყვიტა საქმიანობა. ამ მიზეზით ის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ფიტნესლუბის შიგნით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად 20-მდე პოლიციელი დაწესებულების შესასვლელშია მობილიზებული. შენობაში არ უშვებენ ჟურნალისტებს. ფიტნესკლუბთან შეკრებილია რამდენიმე ადამიანი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებები პარალელურად ყვირიან "მონას" და "შეგვიშვით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG