Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიციის აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება სცადეს


ოპოზიციის აქტივისტები ბათუმში

„ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები და აქტივისტები ბათუმის ცენტრში განაგრძობენ საპროტესტი აქციას. დღეს მათ სცადეს აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ქუჩიდან მიმართავდნენ შეძახილებით: „ხიხოს მონა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები გამსახურდიას ქუჩაზე, აჭარის მთავრობის სახლთან უკვე რამდენიმე კვირაა მართავენ აქციას ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. მეორე დღეა აპროტესტებენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსაც. აქტივისტებმა 29 ნოემბერს განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის სახლთან სავაჭრო ჯიხურებს განათავსებენ, რათა მოქალაქეებმა საკუთარი პროდუქცია გაყიდონ. აქციის მონაწილეებმა დღეს ამ ტერიტორიაზე დადგეს სწრაფი კვების ჯიხური.

საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, 28 ნოემბრიდან დაიკეტა რესტორნები, კაფეები და სავაჭრო ობიექტების ნაწილი. შეწყდა მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG