Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სავარაუდოდ, მარტ-აპრილისთვის შემოვა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა სავარაუდოდ მარტ-აპრილში შემოვა:

„დაახლოებით 170 ქვეყანაა კოვაქს პლატფორმაში გაერთიანებული და რამოდენიმე მილიარდ დოზას ყიდულობს 21 წლისთვის კოვაქს პლატფორმა და არა ერთ ვაქცინას. შეძენილი იქნება იგივე ოქსფორდის, ასტრა ზენეკასი, ფაიზერის და რამოდენიმე ვაქცინა იქნება შეძენილი. კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან, ჩვენ რომ გადავიხადეთ ოთხნახევარი მილიონი უკვე წინასწარი შენატანი, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ რასაც გიკარნახებენ, ის კი არ შემოიტანო, არამედ შენ შეარჩიო ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები, კოვაქს-პლატფორმის მიღმაც, პირდაპირ კომპანიებთანაც მიმდინარეობს:

„ეხლა პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან და მათთან ეგრეთ წოდებულ პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი საელჩოების მეშვეობით რამოდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ მწარმოებლებთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1267-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3216 შემთხვევა. წინა დღეებთან შედარებით, ახალი შემთხვევების რიცხვი რამდენიმე ასეულითაა შემცირებული, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ ხოლმე, უქმე დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირდება.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 135 584 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3937-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 113 986.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG