Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იმართება სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სირიის თაობაზე


გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გეირ პედერსენი (მარჯვნივ) და სირიის პრემიერ-მინისტრი აჰმად ალ-კუზბარი. ჟენევა, 2019 წ. 30 ოქტომბერი.
გაეროს სპეციალური წარმომადგენელი გეირ პედერსენი (მარჯვნივ) და სირიის პრემიერ-მინისტრი აჰმად ალ-კუზბარი. ჟენევა, 2019 წ. 30 ოქტომბერი.

30 ნოემბერს ჟენევაში იმართება სირიის მთავრობას, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

როგორც გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა გეირ პედერსენმა განაცხადა, მოლაპარაკებების მთავარი თემაა ახალი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები.

სირიაში 400 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12 მილიონზე მეტი ადგილნაცვალ პირად იქცა სამოქალაქო ომის პერიოდში, რომელიც მოჰყვა 2011 წელს ბაშარ ალ-ასადის მიერ ანტისამთავრობო გამოსვლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

რუსეთი და ირანი მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებაში, აშშ და თურქეთი კი მეამბოხეთა სხვადასხვა ჯგუფს ეხმარებოდნენ.

საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ ექსტრემისტული დაჯგუფებებიც, მათ შორის, „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ ისინი ძირითადად განდევნეს ქვეყნის ტერიტორიიდან.

სხვადასხვა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო, ერთი მხრივ, გაეროს, მეორე მხრივ, რუსეთისა და თურქეთის ინიციატივით, მაგრამ სისხლისღვრა ვერცერთმა ვერ შეაჩერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG