Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსი უფლებადამცველები მილიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ


საპროტესტო მსვლელობა მინსკში

რამდენიმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა სარჩელით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის გამო.

29 ნოემბრის აქციაზე, სახელწოდებით „მეზობლების მარში“, სამართალდაცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სასტიკად დააკავეს მშვიდობიან აქციაში მონაწილე 400-ზე მეტი პირი.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ პეტიციას ხელს აწერს 6 უფლებადამცველი ორგანიზაცია. ისინი სარჩელში მიუთითებენ ძალადობის 6 შემთხვევაზე, რაც დადასტურებულია სოციალურ ქსელსა და თვითმხილველი ბლოგერების მიერ გამოქვეყნებული ღია მასალებით.

ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს 9 აგვისტოს შემდეგ, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ისევ ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.

ხალხმრავალი დემონსტრაციების მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებიდან ლუკაშენკას წასვლას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. მილიცია და სპეცრაზმები დემონსტრანტებს აკავებენ და აქციებს სპეცსაშუალებებით შლიან. საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობისას სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. 6 დაკარგულად ითვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG