Accessibility links

logo-print logo-print

ჩინეთის თქმით, მისი უპილოტო კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაეშვა


ჩინეთმა განაცხადა, რომ მისი უპილოტო კოსმოსური ხომალდი Chang'e-5, რომლიც მიზანია მთვარის გრუნტის შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანა, წარმატებით დაეშვა მთვარის ზედაპირზე.

პროგრამის მიხედვით, Chang'e-5-მა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში შეისწავლის გარემოს და ზედაპირიდან მასალას შეაგროვებს.

საბოლოო მიზანია, 2 კილოგრამამდე ქვები და ნიადაგი გაგზავნოს ორბიტულ ხომალდზე, რომელიც შემდეგ ამ სინჯებს დედამიწაზე ჩამოიტანს.

თუკი მისია წარმატებული აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი ოთხი ათეული წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჩინეთი მთვარის გრუნტის სინჯებს ჩამოიტანს დედამიწაზე. ადრე ეს აშშ-სა და სსრკ-ს აქვთ გაკეთებული 1960-იან და 1970-იან წლებში.

რაკეტა Long March 5-მა, რომელმაც Chang'e-5 გაიყვანა კოსმოსში, 24 ნოემბერს აიღო სტარტი ჩინეთის სამხრეთში მდებარე ჰაინანის პროვინციაში.

მთელი მისია 23 დღეს გასტანს. მისი მიზანია, მეცნიერებს დაეხმაროს მთვარის წარმომავლობის, აგებულებისა და ვულკანური აქტიურობის გამოკვლევაში, ასევე ხელი შეუწყოს ჩინეთის მიერ მთვარეზე ადამიანის გაშვებასა და შორეული კოსმოსის შესწავლას.

ჩინეთმა 2013 და 2019 წლებში გაგზავნა მთვარეზე ხომალდები. პეკინი იმედოვნებს, რომ მისი სამხედრო კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მოხერხდება მთვარეზე ადამიანის გაგზავნა 2022 წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG