Accessibility links

site logo site logo

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში აღარ მოხვდებიან


უცხო ქვეყნიდან საქართველოში მოქალაქეების დაბრუნების წესი მარტივდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ახალი რეგულაციებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში აღარ მოხვდებიან, თუმცა მათ თვითიზოლაციაში ყოფნა მაინც მოუწევთ.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქე წარადგენს PCR ტესტს, რომელიც ბოლო 72 საათში ჩაიტარა, ის 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა;

თუ მოქალაქე ტესტირების პასუხის გარეშე დაბრუნდება ქვეყანაში, ის 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

"იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც არ ექნებათ თვითიზოლაციაში გადასვლის საშუალება, მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს იზოლირებით და განათავსებს სასტუმროებში", - თქვა სიჭინავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG