Accessibility links

site logo site logo

რუხის კოვიდსაავადმყოფოში პაციენტების შესაძლო ინტოქსიკაციას იკვლევენ


რუხის საავადმყოფოში სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს პაციენტების საკვებით ან წყლით შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტს. ეს კლინიკა ახლა კოვიდპაციენტებს ემსახურება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, რამდენიმე პაციენტი მოიწამლა. ერთ-ერთმა მათგანმა ანონიმურად თქვა, რომ 1 დეკემბერს, ინტოქსიკაციის ნიშნები - ფაღარათი და ღებინების შეგრძნება მას შემდეგ ჰქონდა, რაც სალათი ჭამა.

ინფორმაციას არ ადასტურებს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ნინო აკობია და აცხადებს, რომ "ინტოქსიკაცია არ ყოფილა. ღებინება და ფაღარათი, ზოგადად, ახასიათებს კოვიდს".

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის საავადმყოფოში აღებულია საკვების ნიმუში და წყლის სინჯი:

"სურათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო ინფორმაცია რუხის კლინიკაში შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ მოხდა სამეგრელოს რეგიონული სამსახურის ჯგუფის გასვლა ადგილზე. ჩატარდა არაგეგმიური ინსპექტირება, ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია მზა საკვების ნიმუშები და წყლის სინჯები".

2 დეკემბრის მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 153 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის 90-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმეა 15 პაციენტის მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG