Accessibility links

site logo site logo

Human Rights Watch-ი: აზერბაიჯანი სასტიკად ეპყრობა სომეხ სამხედრო ტყვეებს


სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და სამხედრო ტყეების და დაკარგული პირების ოჯახის წევრების შეხვედრა. 2020 წლის 28 ნოემბერი.

უფლებადამცავი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი, თავის ახალ ანგარიშში წერს, რომ მთიანი ყარაბაღისთვის ამასწინანდელი ბრძოლების დროს შეპყრობილ სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს აზერბაიჯანის ძალები ხშირ შემთხვევებში არაადამიანურად ექცეოდნენ, მიმართავდნენ ფიზიკურ ძალადობას და ამცირებდნენ მათ.

HRW-ის თანახმად, ვიდეოზე, რომლიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, ჩანს როგორ ურტყამენ და აწვალებენ აზერბაიჯანელები თავიანთ ტყვე სომეხ სამხედროებს. კადრებზე ჩანს, როგორ აიძულებენ სომეხ სამხედრო ტყვეებს აშკარად, დამცირების მიზნით აკოცონ აზერბაიჯანის დროშას, აქონ აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და ლანძღონ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა ფაშინიანი, თქვან, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია.

HRW-მა ყურადღებით შეისწავლა იმ ათეულობით ვიდეოჩანაწერიდან 14, რომლებიც სოციალური ქსელებით გავრცელდა და რომლებზეც სავარაუდოდ ჩანდა სომეხი ტყვეების დამცირება. ორგანიზაცია ესაუბრა იმ სამხედრო ტყვეების ოჯახებს, რომელთა მიმართ სასტიკი მოპყრობა ასახული იყო ვიდეოჩანაწერებზე.

ვიდეომასალა გავრცელდა Telegram-ის არხებით, მათ შორის Kolorit 18+ და Karabah_News-ის გზით, ასევე Instagram-ის ზოგიერთი ანგარიშის გზით.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და კანონმდებლობით, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო კონფლიქტების დროს მოქმედების ნორმებს, სამხედრო ტყეების მიმართ მოპყრობა ნებისმიერ ვითარებაში უნდა იყოს ჰუმანური. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებზე აზერბაიჯანელი სამხედროები სახეს არ მალავენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ უფრთხიან პასუხისმგებლობას, წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG