Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს


თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება. ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ხელი მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს.

თამარ ჟვანიამ ხელმოწერამდე გამოაცხადა თითოეული ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა.

  • „ქართული ოცნება" - 90 დეპუტატი, მათ შორის, პროპორციული სისტემით არჩეულია - 60 - (48.22% - 928 004 ხმა);
  • ენმ - „ძალა ერთობაშია" - 36 დეპუტატი (27,18% - 523 127 ხმა);
  • „ევროპული საქართველო" - 5 დეპუტატი (3,79%​ - 72 986 ხმა)​;
  • „ლელო" - 4 დეპუტატი (3,15%​ - 60 712 ხმა);
  • „პატრიოტთა ალიანსი" - 4 დეპუტატი (3.14 % - 60 480 ხმა​);
  • „სტრატეგია აღმაშენებელი" - 4 დეპუტატი (3.15%​ - 60 671 ხმა);
  • „გირჩი" - 4 დეპუტატი (2,89 % - ​55 595 ხმა);
  • „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2 დეპუტატი (1,33%​ - 25 508 ხმა);
  • „ლეიბორისტული პარტია" - 1 დეპუტატი (1% - 19 314 ხმა​).

„გასაგებია, რომ დღეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, მათი თვალთახედვით არის გაყალბებული არჩევნები, სანამ არ მოხდება სასურველი შედეგების დადგომა, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება", - თქვა თამარ ჟვანიამ და დაამატა, - „გვაქვს თმენის ვალდებულება, ძალიან ბევრს ვისმენთ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG