Accessibility links

logo-print logo-print

მოლდოვის პარლამენტმა არჩეულ პრეზიდენტს ჩამოართვა კონტროლის უფლება უშიშროების სამსახურზე


მოლოდვის პარლამენტმა, მმართველი სოციალისტური პარტიის ინიციატვით, ორი განხილვით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქეყნის არჩეულ პრეზიდენტ, მაია სანდუს, ართმევს კონტროლის უფლებას ქვეყნის უშიშიროების სამსახურზე და ამ უწყებას უქვემდებარებს საკანონმდებლო ორგანოს.

101 პარლამენტარიდან, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 51 კანონმდებელმა, მიუხედავად საპროტესტო აქციისა, რომელიც მაია სანდუს ინიციატივით გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს წინ.

მსოფლიო ბანკის ყოფილმა ექსპერტმა, პროდასავლელმა მაია სანდუმ, 15 ნოემბერს, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, იგორ დოდონი. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში უმარავლესობა ეკუთვნის პრომოსკოველ დოდონთან დაახლოებულ სოციალისტურ პარტიას, რომელიც დილობს ხელი შეუშალოს სანდუს წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზებაში.


"ძირს მაფია", 'ძირს დოდონი", - სკანდირებდნენ სანდუს მხარდამჭერები.

მაია სანდუმ განაცხადა, რომ პარლამენტის 3 დეკმებრის უკანონო გადაწყვეტილებას იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს მას შემდეგ, რაც 23 დეკემბრიდან ოფიციალურად შეუდგება მუშობას პრეზიდენტის პოსტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG