Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: 1066 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, სასუნთქი აპარატი სჭირდება 420-ს


საქართველოში ინფიცირებული პაციენტებიდან მძიმედ არის შეფასებული 1 066-ის მდგომარეობა. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებულია 420 პირი: თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ჩატარდა 14 396 ტესტი და COVID-19-ის 4321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების მიმდინარე აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 27 434-ს უტოლდება. მათ შორის - 6 897 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში, კიდევ 16 568 პირი საცხოვრებელ სახლებში რჩება, ხოლო 3 969 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში: 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში.

XS
SM
MD
LG