Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი 6,5%-ია საქართველოში


"ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი დღეს საქართველოში არის 6,5%, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, რამდენადაც მე ვიხსენებ, ჩვენ გვქონდა უფრო მაღალი, 11%-ზე მაღალი მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. ზაფხულის პერიოდში ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90%, 43 კლინიკის ექიმი - ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემა ექიმიდან ექიმზე, ვინაიდან ამ ტრენინგების შინაარსი არცთუ ისეთი რთულია, რომ მათი დაცვა და აღსრულება მუშაობის პროცესში იყოს რთული", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიერ გამართულ ბრიფინგზე.

სამედიცინო პერსონალის ინციფირების 5-6%-იან მონაცემებზე საუბრობდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ჯერ კიდევ ოქტომბერში. მაშინ ის ამბობდა, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირების ინფიცირების, საქართველოს ჰქონდა 13%.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სისტემა მედპერსონალის გარეშე ვერ დარჩება ექიმების ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად და ქვეყანაში არსებობს ის რესურსი, რომელიც კოვიდპაციენტების მართვისთვის არის საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG