Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი მასწავლებლის მკვლელი ჩეჩნეთის სოფელში დაასაფლავეს


კადრი ტელეგრამის არხ 1Adat-ის ვიდეოდან, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია აბდულა ანზოროვის დასაფლავება.
კადრი ტელეგრამის არხ 1Adat-ის ვიდეოდან, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია აბდულა ანზოროვის დასაფლავება.

ჩეჩნეთის სოფელ შალაჟიში 6 დეკემბერს დაასაფლავეს აბდულა ანზოროვი, რომელმაც საფრანგეთში მოკლა მასწავლებელი სამუელ პატი. ოქტომბრის თვის ამ ინციდენტის დროს 18 წლის ანზოროვი პოლიციამ მოკლა.

ანზოროვის ცხედარი წინა დღით თურქეთიდან ჩაასვენეს რუსეთში. Кавказ.Реалии იტყობინება, რომ დასაფლავებას ორასამდე ადამიანი დაესწრო.

ხელისუფლებამ დაკეტა სოფელში შესასვლელი და მხოლოდ ნათესავებსა და სოფელში ჩაწერილებს უშვებდა. დასაფლავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.

ჩეჩნური წარმოშობის ანზოროვი მოსკოვში იყო დაბადებული. რამდენიმე წლის წინ ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა.
47 წლის მასწავლებელი, სამუელ პატი, 16 ნოემბერს იქნა მოკლული. მან მანამდე გაკვეთილზე სიტყვის თავისუფლების თემის ახსნის დროს, მოსწავლეებს უჩვენა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, რომელიც ადრე ჟურნალ Charlie Hebdo-ში იყო გამოქვეყნებული. ამის შემდეგ მას ემუქრებოდნენ.

რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, როცა მასწავლებლის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა, თქვა, რომ „ჩეჩნები არაფერ შუაში არიან“, რადგან ანზოროვი საფრანგეთში გაიზარდა. მან საფრანგეთის ხელისუფალთ ბრალად დასდო, რომ პატივს არ სცემენ მორწმუნეების გრძნობებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG