Accessibility links

logo-print logo-print

ევროკავშირმა დაამტკიცა "მაგნიტსკის სანქციების რეჟიმი", რომლის სამიზნე არიან ადამიანის უფლებების დამრღვევები


სერგეი მაგნიტსკი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბოლოო მწვანე შუქი აუნთეს იმ სისტემის შექმნას, რომელიც 27 წევრისგან შემდგარ ბლოკს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს ადამიანის უფლებების დამრღვევებს მსოფლიოს გარშემო.

მინისტრებმა სანქციების რეჟიმის შესახებ შეთანხმება 7 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს და განცხადეს, რომ ამით ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ "ადამიანის უფლებების მხარდაჭერა და დაცვა რჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად და პრიორიტეტად და აჩვენებს ევროკავშირის მისწრაფებას პასუხი გასცეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას და შელახვას".

ინიციატივა ბლოკს საშუალებას აძლევს "მიზანში ამოიღოს ინდივიდები, უწყებები და ორგანიზაციები - როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორები - რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, მონაწილეობენ ან ასოცირებული არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან და შელახვასთან მსოფლიოს გარშემო, სადაც უნდა მოხდეს ეს" - წერს ევროპის საბჭო განცახდებაში.

ახალი მექანიზმი ითვალისწინებს როგორც ქონების გაყინვას, ისე ვიზების გაცემის აკრძალვას და ის ძალაში ადამიანის უფლებების დღეს, 10 დეკემბერს შევა.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებიც საკითხს იცნობენ, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მყისიერად სანქციები არავის შეეხება, თუმცა შავი სიის შედგენა უკვე 2021 წლის დასაწყისიდან შეიძლება დაიწყოს.

სადამსჯელო ზომები შეეხება ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები, წამება, მონობა, სასამართლოს გარეშე სიკვდილის დასჯა, განურჩეველი დაპატიმრება.

ეს ახალი მექანიზმი არ ჩაანაცვლებს უფლებების დარღვევის გამო სანქციების უკვე მოქმედ პროგრამებს, მათ შორის სირიის, ბელარუსის, ვენესუელის მიმართ.

მექანიზმი ჰყავს მაგნიტსკის აქტს, რომელიც აშშ-მა 2012 წელს მიიღო და რომლის სამიზნეც პირველ ეტაპზე იყვნენ რუსეთის ოფიციალური პირები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან - რუსი იურისტის, რომელმაც გამოააშკარავა 230 მილიონ დოლარამდე თანხის მოპარვა რუსეთის მთავრობიდან საგადასახადო მაქინაციების გზით.

მაგნიტსკი მოგვიანებით დააპატიმრეს და ის მოსკოვის ციხეში გარდაიცვალა 2009 წელს. მოპყრობა, რომელიც მან სიკვდილამდე განიცადა, მისი მხარდამჭერების თქმით წამების ტოლფასი იყო.

აშშ-ის კანონი, რომელმაც კრემლის გულისწყრომა გამოიწვია, მოგვიანებით გაფართოვდა იმავე სახელის მქონე ზომად, რომელიც სამიზნეც სხვა ქვეყნებშიც გახდნენ უფლებების დამრღვევები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG