Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლილოს დასახლებაში მდებარე საწყობებში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე მდებარე რკინის კონსტრუქციის სასაწყობე ნაგებობაში გაჩენილი ხანძარი გაჩნდა. შენობაში განთავსებული იყო საღებავები და პლასტმასის შერეული საქონელი, რაც სახანძრო-სამაშველო ჯგუფისთვის ართულებდა სამუშაოებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიტუაციის შეფასების შემდეგ, ლილოს მიმართულებით დამატებით გავიდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ხანძრის ჩაქრობაში სულ მონაწილეობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 14 ერთეული სპეცტექნიკა და 70 მეხანძრე-მაშველი. მათ შეძლეს ცეცხლის უმოკლეს დროში ლოკალიზება და სასაწყობე ფართის ნაწილის გადარჩენა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ჩამქრალია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG