Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ყატარში გასამართი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში ითამაშებს და ორ-ორჯერ დაუპირისპირდება ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებებს.

ციურიხში მდებარე ფიფას შტაბბინაში დღეს გამართულ წილისყრაზე, ევროპის 55 ქვეყნის ნაკრები 10 ჯგუფში გადანაწილდა. შესარჩევი ტურნირი 2021 წლის მარტში დაიწყება და ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფების ჩემპიონები პირდაპირ მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურებს. მეორე ადგილზე გასულები კი მიზნისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG