Accessibility links

logo-print logo-print

ოქრუაშვილის აზრით, ბოიკოტის მიუხედავად, 5-6 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს


ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერთა ერთი ნაწილი, 5-6 პირი, ბოიკოტის მიუხედავად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს.

„კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 "ოპოზიციონერის" კეთილების დისერტაციაზე.

თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ...”, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

გუშინ, 7 დეკემბერს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მხარეების პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამო ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები არიან ჩართული. ოპოზიცია სამ ძირითად მოთხოვნას აყენებს. ესენია: ხელახალი არჩევნების გამართვა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG