Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძის თქმით, საუბარი გაგრძელდა პუნქტებზე მაგრამ უშედეგოდ


პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით ფასილიტატორების შუადგომლობით „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე საუბარი კვალავ ორივე მხარეთა შეთავაზებების პუნქტობრივ განხილვას დაეთმო, თუმცა არსებითი წინსვლა არ გამოიკვეთა.

ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ, საქართველოში ამერიკის ელჩის კელის დეგნანის რეზიდენიაში, მისი და ევროკავშრის ელჩის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა მედიასთან საუბარში.

ზურა ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის პირველ სესიამდე შესაძლოა მოლაპარაკებათა კიდევ ერთი რაუნდი გაიმართოს.

„გავაგრძელეთ საუბარი პუნქტების მიხედვით ხელისუფლების შემოთავაზებაზე და ჩვენს შეჯერებულ პოზიციაზე. არის გარკვეული საკითხები, სადაც თანხვედრა შესაძლეებლია. ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებებს და საარჩევნო პროცედურებს აქ თანხვედრა არის და არის პრინციპული საკითხები, რომელზეც პოზიციები ჯერჯერობით შორს არის ერთმანეთისგან“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისი თქმით დასამალი არაფერია, მაგრამ მომლაპარაკებლებმა შექმნეს ფორმატი, რომლის თანახმადაც ვერ ხმაურდება კონკრეტული დეტალები ვინადიან გახმაურეს შემდეგ ზოგჯერ მხარეებს უჭირთ უკან დახევა და „ამის გამო შეიძლება წნეხი იყოს მხარეებზე, ამიტომ ფიქრობენ რომ ყველაფრის გასაჯაროება არ არის საჭირო, თორემ, ჩემი აზრით, დასამალი საერთოდ არაფერია“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი თითქმის 5 საათს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დიალოგის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მათ პოზიციებში კვლავ მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

ცნობილია, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს გამართავს პირველ სხდომას. 8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. პარლამენტში შედის მხოლოდ „ქართული ოცნება“.

ტელეარხმა „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა დოკუმენტი, რომელშიც მთავრობისთვის ოპოზიციის მიერ გაგზავნილი შეთავაზებაა წარმოდგენილი.

დოკუმენტში მეორე პუნქტი „საპარლამენტო არჩევნებია“, რომელშიც მთავრობას სთავაზობენ ორ ვარიანტს: „ახალი არჩევნების დანიშვნას 2021 წელს“ და „პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ“. იქვე დოკუმენტში მოყვანილია პლებისციტის პირობები და განმარტებულია შედეგების შესაბამისად არჩევნების ჩატარების პირობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG